სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ცნობილი  მკვლევარები. ამერიგო ვესპუჩი და ქრისტეფორე კოლუმბი.

პროექტის იდეა: ცნობილი მკვლევარების ღვაწლის შესწავლა და მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება.

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, მიიღებენ ინფორმაციას ცნობილი მკვლევარების შესახებ, გაეცნობიან მათ ღვაწლს, დამსახურებას და აღმოჩენებს.

პროექტის მიზანი:         
·         მოსწავლეებმა მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ცნობილი მკვლევარების შესახებ;
·         გაეცნონ მათ ღვაწლს და აღმოჩენებს.
·         შეისწავლონ მათ წინაშე არსებული პრობლემები, სანამ ისინი ამა თუ იმ აღმოჩენას გააკეთებდნენ.
·         მოსწავლეები შექმნიან პლაკატებს მათ შესახებ.

მოსწავლეთა ასაკი: 12 წელი.

ვადები:  5 დღე.

რესურსები:  ფლიფჩარტის ქაღალდი, თაბახის ფურცლები, კალმები, ფლომასტერები, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა-1.კლასში შევარჩიეთ პროექტის თემა.

აქტივობა-2.კლასში ჩამოვაყალიბეთ ოთხი ჯგუფი.

აქტივობა-3.ჯგუფებს მივაწოდე ინსტრუქტაჟი და დავურიგე საჭირო რესურსები.

აქტივობა-4.მოსწავლეებმა გადაინაწილეს თავიანთი როლები ჯგუფებში და შეუდგნენ მუშაობას.

აქტივობა-5.გავანაწილეთ ვადები და ხუთი დღის განმავლობაში ვუწევდი მათ მუშაობას მონიტორინგს.


აქტივობა-6.ჯგუფების  პრეზენტაცია.




აქტივობა-7.მონაწილეთა შეფასება.

კრიტერიუმები
ელემენტარული
      1 ქულა
მისაღები
   2 ქულა
ოსტატური
   3 ქულა
მიზანი
ბუნდოვანია.
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება.
მიზნები გარკვევითაა გამოკვეთილი.
ორგანიზება
არ შეინიშნება ლოგიკური კავშირი იდეებს შორის.
გააზრებულია იდეების თანმიმდევრობა, თუმცა ზოგი გადასვლა იდეებს შორის გაუგებარია.
იდეებზე გადასვლა კარგადაა ორგანიზებული. პროექტი კარგადაა შესრულებული.
ენობრივი გამართულობა
ხშირია შეცდომები, ენობრივად გაუმართავია.
უკეთესადაა ენობრივად გამართული, შეცდომების რაოდენცბაც მცირეა.
ენობრივად გამართულია. პუნქტუაციის
ნიშნები სწორადაა გამოყენებული.
თვალსაჩინოებები
ჯგუფს არ ააქვს პროექტის შესაბამისი თვალსაჩინოება
ჯგუფს შექმნილი აქვს თვალსაჩინოება, მაგრამ ერთფეროვანი.
თვალსაჩინოებები მრავალფეროვანია, შინრსის შესაბამისი. შესრულების ხარისხიც მაღალია.
პრეზენტაცია
არაეფექტურადაა პროექტის იდეა გადმოცემული, თვალსაჩინოება არამიზნობრივია, კითხვებს ვერ პასუხობს.
პროექტის იდეა ბუნდოვანია ,იყენებს თვალსაჩინოებებს, ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს.
ნათელია პროექტის იდეა, მეტყველება მკაფიოა, იმორჩილებს აუდიტორიას, იყენებს თვალსაჩინოებებს, იდეებზე გადასვლა კარგადაა ორგანიზებული, პასუხობს ყველა კითხვას.
              
საგანთან/საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური ენა და ლიტერატურა.

უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებ პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავ და გეგმავ განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·           მასწავლებელთან და გუნდის წევრებთნ ერთად ადგენ შესრულების ვადებს;
·           გუნდის წევრებთნ ერთად ახდენ ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავ თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინო დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან შთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებ, შეარჩევ და დაამუშავებ ინფორმაციას;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევ პროექტის წარდგენის ფორმას;
·           გუნდის წევრებთნ ერთად განახორციელებპროექტს;
·           გუნდის წევრებთან ერთად გადი რეპეტიციას, აკეთებ პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებ პროექტს, შეაქვ შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებ პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე.

პროექტის ხელმძღვანელი: მარინა მუხაშავრია;


ხელმძღვანელის ელ ფოსტა: marinamuxhashavria@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий