გაკვეთილის მთავარი თემა
|
ყველაზე მეტად საშიში ცხოველები.
|
საგანი/პედაგოგი
|
ინგლისური/მარინა მუხაშავრია.
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/VII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე/კლასში სსსმ მოსწავლე არ არის.
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
·
ამ თემის გაცნობით მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას
საშიში ცხოველების შესახებ.
·
სწავლობენ თემასთან დაკავშირებულ ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
მოსწავლე შეძლებს სათანადოდ იმსჯელოს საშიში ცხოველების
შესახებ ნასწავლი ენობრივი ერთეულების და მოცემული ტექსტის საშუალებით.
·
მოსწავლე იგებს ტექსტის შინაარს. მოსწავლე მოიძიებს
საჭირო ინფორმაციას.
·
მოსწავლე ეუფლება ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს
კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
ა) მიმართავს გაცნობითი
კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის
გასაგებად.
·
მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ
ელემენტებს; განსაზღვრავს, ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა
შინაარსის ინფორმაციას შეიცავს; გამოთქვამს ვარაუდს
ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციზე, საკვანძო სიტყვზე, აბზაცების დასაწყისზე, ერთ-ერთი აბზაცზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვა) დაყრდნობით;
·
გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე;
ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.
ბ) მიმართავს შესწავლითი
კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით.
·
ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა);
·
შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის
ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (მაგ., კონტექსტზე, ქართულში დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებზე, სიტყვის ნაცნობ ფუძეზე, აფიქსებზე და სხვა) დაყრდნობით;
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლე ფლობს საბაზისო ლექსიკას ცხოველებთან დაკავშირებით;
·
ფლობს ტექსტზე მუშაობის ტექნიკას, შეუძლია თავისუფალი
მეტყველება, ფლობს გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
ტექსტი, თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, კალამი, ფურცლები.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა.
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
.მთელი კლასი. (5 წთ.)
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს
წინარე ცოდნის ეფექტურ გააქტიურებას ასოციაციური რუკის გამოყენებით.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
ასახელებენ სიტყვებს რაც მათ გონებაში ასოცირდება. ყველაზე მეტად საშიშ ცხოველებთან
დაკავშირებით.
გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2. ჯიქსო. ჯგუფური
მუშაობა. (15 წთ.)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის სათანადო გააზრებას დანაწევრებული ტექსტის
გამთლიანების და ინფორმაციის გააზრების საშუალებით.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
ჯგუფში ეცნობიან დანაწევრებულ აბზაცებს და ერთ-მანეთს უზიარებენ ინფორმაციას. თანდა-თანობით
იგებენ უცხო სიტყვების მნიშვნე-ლობას კონტექსტზე დაყრდნობით.
აქტივობა 3. გამოტოვებული
ადგილების შევსება, მთელი კლასი. (5 წთ).
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ უცხო სიტყვების სწორად ჩასმას სათანადო ადგილას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
ინდივიდუალურად სვამენ, წინასწარ მიწო-დებულ წინადადებებში , უცხო სიტყვებს გამოტოვებულ
ადგილას.
გაკვეთილის C ფაზა-რეფლექსია.
აქტივობა 4. კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი (10 წთ).
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
სათანადოდ
იმსჯელონ ყველაზე საშიში
ცხოველების
შესახებ, მიღებული ცოდნის
გამოყენებით
და ახალი ლექსიკური ერთეულებით.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეები შეძლებენ უპასუხონ წინასწარ მომზადებულ, მაღალ სააზროვნო
უნარებზე გათვლილ კითხვებს.
საშინაო
დავალება (5 წთ).
მოიძიეთ
ინფირმაცია , ინტერნეტის საშუალებით, ყველაზე მეტად საშიშ ცხოველებზე.
შეფასება
(5 წთ).
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий